აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

პუტინს ობამასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი სურს

Reuters

ვლადიმირ პუტინს ბარაკ ობამასთან ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს - ამის შესახებ პუტინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილში წერია.

პუტინის წერს, რომ აშშ-რუსეთის განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ოფიციალური მოსკოვი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყანა რთულ საერთაშორისო პრობლემებზე საერთო ენას გამონახავენ.

პუტინის წერილში ნახსენები არ არის უკრაინის კრიზისი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ყირიმის ანექსია.

კომენტარები