აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე

საქართველოში ყოფნის ხუთი თვის შემდეგ უფრო ადვილად გასაგებია მტკიცე მეგობრობა ქართველებსა და ამერიკელებს შორის. ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, ქართველებმაც იბრძოლეს დამოუკიდებლობისთვის. თქვენც აჩვენეთ აღსანიშნავი გამბედაობა და სიმტკიცე, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებში აისახა. ქართველები, ამერიკელების მსგავსად, მზად არიან, იშრომონ ისეთი ცვლილებებისთვის, რომელთათვისაც ქვეყნისთვის ოცნებობენ - თავისუფალი, დაცული და დემოკრატიული საქართველოსთვის.

საქართველოსა და ამერიკას მტკიცე კავშირი აქვთ - არა მარტო ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლა, არამედ მტკიცე ნება, გააგრძელონ სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, ხალხის ფართო წარმომადგენლობითობითა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებით. 

ჩემთვის და ამერიკის საელჩოსთვის დიდი პატივია, გავაგრძელოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა და ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. 

ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

კომენტარები