აშშ-საქართველო

პრემიერი: ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკას, ამერიკის მთავრობებს, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს და საქართველოს და ეს დახმარება გრძელდება. მე მართლაც ვარ ამაყი, რომ ვართ მომსწრენი ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. მინდა ყველა ამერიკელს მივულოცო დღევანდელი დღე, ხოლო მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ელჩი, რომელიც მე ოდესმე მინახავს და რომელთანაც მიმუშავია. მინდა აღვნიშნო მისი და მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული სამართლიანი ობიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი

 

საქართველოს პრემიერმინსტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე.

კომენტარები