კრიმინალი

ხაშურში მოხუცი ქალის მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ხაშურში 75 წლის ქალის მკვლელობისთვის, 1998 წელს დაბადებული გოჩა ჩ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, მოხუცი ქალბატონის საცხოვრებელ სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა. 17 წლის ახალგაზრდამ სახლის მეპატრონე მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები