დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება. ივლისის ბოლომდე კანონმდებლები რიგგარეშე სხდომების ფორმატში განაგრძობენ მუშაობას.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, პირველი მოსმენით განიხილონ კანონპროექტი ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ. საკითხი ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.
რიგგარეშე ფორმატში მოუწევთ კანონმდებლებს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ კანონპროექტების განხილვაც, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც იმიჯნება ნარკოტიკული ნივითიერების მოხმარება და გასაღება.
პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 1 სექტემბერს გაიხსნება.





