საქართველოს ეროვნული ბანკი

მეჭიაური ზედამხედველობის საბჭოზე: რა თქმა უნდა, პოლიტიზებული იქნება

უფრო მისაღები აღმოჩნდა ის მოდელი, როცა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რჩება საბანკო ზედამხედველობის სააგენტო, მაგრამ გაიზრდება მისი ლეგიტიმაციის ხარისხი. თუ დღეს ზედამხედველობის საბჭოს ხელმძღვანელს ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოდელით, საბჭოს დააკომპლექტებს პარლამენტი... მე ხომ არ ვიძახი, რომ ეს არ იქნება პოლიტიზებული? – გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიზებული, მაგრამ ეს იქნება ზუსტადაც რომ საპირწონე იმ პოლიტიზებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს. მე ვამბობ ჩემს აზრს, თქვენ ბრძანეთ თქვენი... პოლიტიზებული აგერ თქვენი მიცემული ხმებია, ორ დღეში და სამ დღეში რომ მიიღეთ კანონები ერთი ბანკის ჩასაძირავად. თქვენვე მიიღეთ 2012 წელს, გადავიწყდათ? ერთ ბანკზე რომ მოარგეთ კანონმდებლობა, ეს არ იყო პოლიტიზებული?

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე.

კომენტარები