საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი რატიანს: თქვენი ლიდერი გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატები ზაზა პაპუაშვილი და სერგო რატიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატები მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობდნენ. რატიანმა საქართველოში გასულ წლებში, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ურჩია, განათლების სისტემაში როინ მეტრეველიც დაებრუნებინა. მისი თქმით, მეტრეველის დროს განათლების სისტემაში 50 მილიონი ქრთამი ტრიალებდა. რატინის გამოსვლა ზაზა პაპუაშვილმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქვეყანა ჭაობში ნაციონალებმა ჩაფლეს.

"ჭაობში თქვენ დაწიეთ ქვეყანა და გაანადგურეთ. როდესაც ჯერ როინ მეტრეველს ამოიჩემებთ, მერე იმას ამოიჩემებთ. გადახედეთ, ხალხი ვინ გყავდათ და რა ფულს აკეთებდით, ვის რას ართმევდით. როინ მეტრეველის განათლების დონემდე ვერც მიხვალ შენ. ქვეყნიდან გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტი გყავდა, როგორ ლაპარაკობთ საერთოდ თქვენ რამეს. ნუ არღვევ ატმოსფეროს და კანონზე ილაპარაკე", - მიმართა პაპუაშვილმა რატიანს.

 

კომენტარები