აქცია ერევანში

ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება

აქცია ერევანში
svoboda.org

ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება. სპეცრაზმი ტერიტორიას კვლავ არ ტოვებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცენტრალური, ბაგრამიანის გამზირი აქვთ გადაკეტილი. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დენის ტარიფის დაწევაა.

საპროტესტო აქციის მონაწილებმა ქვეყნის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. საკოორდინაციო ჯგუფმა სახელმწიფოს მეთაურს მოუწოდა, პირდაპირ ეთერში ბათილად გამოაცხადოს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირზე, პრეზიდენტის რეზიდენციის ბლოკირება სცადეს. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, 200-ზე მეტი დემონსტრანტი დაკავებულია. მათ წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

სომხეთის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი აგვისტოდან 16%-ით მოიმატებს და დაახლოებით 10 ცენტს გაუტოლდება. ენერგოდისტრიბუციის ქსელს სომხეთში რუსული კომპანია რაო ეესი ფლობს.

 

 

კომენტარები