არაფორმალური მმართველობა

გოცირიძე: ევროკავშირი დამნაშავეა არაფორმალური მმართველობის ლეგიტიმაციაში

მე ვიტყოდი, რომ დამნაშავე არის ამაში [არაფორმალური მმართველობის ლეგიტიმაციაში] ევროკავშირი და დამნაშავეა საქართველოში ევროკავშირისა და ბევრი მეგობარი ქვეყნის ელჩი. ისინი შეეგუვნენ ამ ვითარებას და თვალს ხუჭავენ, რაღაცნაირ ლეგიტიმაციას უკეთებენ საზოგადოებისა და მათი მთავრობების თვალში. ამიტომ, ელჩებისა და ევროკავშირის ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში არის საკმაოდ დიდი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მოცემულობა, რომლის დაძლევა დღეს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ, არ არსებობს არც საზოგადოებიდან ზეწოლის მექანიზმი, ელექტორატის მხრიდან, რადგან ე.წ „ჭარბი ნდობა" არსებობს და მეორე, არც პოლიტიკურ ძალებს აქვთ იმდენი რესურსი, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ელექტორატის დავალების შესრულება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხი გადასცემს ამას პარლამენტს, პარლამენტი, რომელიც ჩვენ პირობებში, როცა ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ უფრო მეტად, ნიშნავს მთავრობას. ვინმეს მოუვა დღეს თავში, რომ პარლამენტში გამარჯვებულ პარტიას - კოალიცია ქართულ ოცნებას შეუძლია გადააყენოს მთავრობა? შეცვალოს პრემიერმინისტრი, შეცვალოს მინისტრები, ან უბრალოდ განახორციელოს სამთავრობო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციურად მათ ხელშია. ეს ხომ წარმოუდგენელია. აი ვის შეუძლება დღეს ინიცირება მთავრობის შეცვლისა პარლამენტში, არავის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დემოკრატიული მექანიზმები არის მოშლილი და შედეგად ჩვენ ვღებულობთ სუსტ ხელისუფლებას, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრობისას

კომენტარები