რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი: რუსეთი მეზობელ ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიულ საკუთრებად განიხილავს

რუსეთი მეზობელ ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიულ საკუთრებად განიხილავს, სადაც მას სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს. ის რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს. რუსეთი საუბრობს პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაზე და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე, მას უფლება აქვს, პირველმა იმოქმედოს, პირველმა მოახდინოს რეაგირება და იყოს ეფექტური და ქმედითი. როდესაც განვიხილავთ პრივილეგირებულ ინტერესთა აღნიშნულ სივრცეს, ვხედავთ, რომ ეს არის ევრაზიული კონტინენტის ნახევარი - რუსეთის მთელი სამეზობლო. აქამდე არსებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, სირთულე, არასტაბილურობა, შიდა თუ გარედან პროვოცირებული, მაშინ რუსეთი პირველი რეაგირებს. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში, თქვენ თეორიულად უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე - რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია.

კომენტარები