სტიქია თბილისში

ღარიბაშვილი: სიტყვა ევაკუაცია და მსგავსი საპანიკო სიტყვები არ გამოვიყენოთ

მე მინდა გთხოვოთ ყველას, მედიას, რომ სიტყვას ევაკუაციას და ასეთ საპანიკო სიტყვებს ნუ გამოიყენებთ იქამდე, სანამ ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენტარს. არის შექმნილი საგანგებო შტაბი, ინფორმაცია მოგეწოდებათ სისტემატურ რეჟიმში, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში, ეს არის ჩემი თხოვნა, იმიტომ რომ ახლა არის კრიზისული ვითარება და მისი სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები