სტიქია თბილისში

აგულაშვილი: წვიმის განმეორების ალბათობა 60-70%-ია

ტაბულა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, წვიმის განმეორების ალბათობა 60-70%-ია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა იმის გამო, რომ არის წვიმის ალბათობა. სამუშაოები დამთავრებული არ არის. შესაბამისად, ეს არის ელემენტარულად სიფრთხილის ზომა, რის გამოც მომუშავე პერსონალი, ადამიანები და ტექნიკა გამოვიყვანეთ და დროებით სამუშაოები შევაჩერეთ. როგორც კი წვიმა გადაივლის, მუშაობა გაგრძელდება. წვიმის განმეორების ალბათობა არის, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან, 60-70%-იანი, მაგრამ 10 და 20%-იანიც რომ იყოს, ვალდებული ვართ, რომ პირველ რიგში ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ადამიანთა უსაფრთხოებაზე. სამუშაოებს მერეც მოვასწრებთ და გავაგრძელებთ. 11-კილომეტრიანი ღრუბელია თბილისის თავზე, გვიახლოვდება", - თქვა აგულაშვილმა.

კომენტარები