სტიქია თბილისში

თბილისის ზოოპარკი: ნუ გადარიცხავთ თანხას საეჭვო ანგარიშის ნომრებზე

ტაბულა

თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა. თბილისის ზოოპარკი მოუწოდებს ყველას, ნუ გადარიცხავენ თანხას საეჭვო და არაოფიციალურ ანგარიშის ნომრებზე.

"ძვირფასო მეგობრებო, ინტერნეტით ვრცელდება სხვადასხვა ანგარიშის ნომრები და მოწოდებები ზოოპარკის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, ნუ გადარიცხავთ თანხას საეჭვო და არაოფიციალურ ანგარიშის ნომრებზე. ფინანსური დახმარების აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ შემდეგი ანგარიშის ნომრები:

FOR GEL TRANSFERS:

JSC "TBC Bank", Saburtalo Branch
BANK CODE - TBCBGE 22
NAME OF BENEFICIARY - TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI
BEN' S ACCOUNT - GE91TB7898336080100004
---
FOR USD TRANSFER:
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank", Saburtalo Branch
SWIFT: TBCBGE22838
NAME OF BENEFICIARY: TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI 
BEN'S Account: GE11 TB78 9833 6180 1000 05
---
FOR EUR TRANSFER:
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank", Saburtalo Branch
SWIFT: TBCBGE22838
NAME OF BENEFICIARY: TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI 
BEN'S Account: GE81 TB78 9833 6180 1000 06", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 
 

კომენტარები