სტიქია თბილისში

საპარტნიორო ფონდი სტიქიისგან დაზარალებულებს 50 000 ლარით დაეხმარება

საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება. ფონდი მზადაა, გამოყოს 50 000 ლარი, რომელიც 13–14 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.

"ვწუხვართ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახები. ჩვენ გამოვყავით 50 000 ლარი, გადავრიცხავთ სპეციალურ ანგარიშზე და გვსურს, მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიის შედეგად დაღუპულია 13, ხოლო დაკარგულად ითვლება 10 ადამიანი.

 

კომენტარები