სტიქია თბილისში

ბოტკოველი: შევეცდებით, ოჯახებს არამარტო სულიერების ფარგლებში დავეხმაროთ

თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს თითო ოჯახს, რომელიც დაზარალდა [სტიქიის შედეგად] და ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში, რისი საშუალებაც იქნება, დავეხმარებით ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ. შევეცდებით, მათი დახმარება ყველა მიმართულებით შევძლოთ. თუ ამისი აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გარდაცვლილთა ოჯახებს დავეხმაროთ როგორც ამას შევძლებთ. ხელისუფლება ამზადებს დახმარებას გარდაცვლილთა ოჯახებისთვის და ჩვენც ალბათ, სულიერების ფარგლებში შევეცდებით, რომ დავეხმაროთ მათ.

 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა მიქაელ ბოტკოველი.

კომენტარები