სტიქია თბილისში

დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 12 ადამიანს შეადგენს

ტაბულა

ამ დროისთვის თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრისას უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით 11 დაღუპული უკვე იდენტიფიცირებულია.

„ყოველ წუთს იცვლება მონაცემები იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამწმენდი და საძიებო სამუშაოები", - აღნიშნა ჯანელიძემ. მისი თქმით, დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, მთავრობა ასევე დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე იმუშავებს.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ამ დროისთვის დაკარგულად 24 ადამიანი ითვლება.

მიდია ჯანელიძის თქმით, უბინაოდ 45 ოჯახია დარჩენილი. ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს, უახლოეს დღეებში მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდენა.

ჯანდაცვის მინისტრის დავთ სერგეენკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს 367 ადამიანმა მიართა, მათ უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. მძიმე დაზიანებით რეანიმაციის განყოფილებაში მხოლოდ ართი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები