თინა ხიდაშელი

ხიდაშელი: რუსთავი 2-ის ეთერში არ მივალ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან

...ჯერ ერთი, მე „რუსთავი 2"-ზე იმიტომ არ ვარ გაბრაზებული, რომ ალასანიასთან შეხვედრა გადაიღეს. მაგრამ მე ამ ტელევიზიაზე ნაწყენი ვარ და ამას არ დავმალავ, იმიტომ რომ, საჩივარი მაქვს შეტანილი მათ წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში იმ ცნობილ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის თაობაზე გააკეთეს. სიუჟეტი გააკეთა იმედმაც, მაგრამ იმედს პრობლემა არ ჰქონია, რომ მეორე დღესვე გაეკეთებინა სიუჟეტი, სადაც ბოდიში მოიხადეს და მართალ ისტორიას მოყვნენ. თუმცა, ჩემთვის დღემდე სრულიად გაუგებარია, თუ რატომ გაჯიქდა ასე რუსთავი 2 და რატომ ამბობს უარს ბოდიშის მოხდაზე. ამიტომ, კი, მართალი ხართ, მე რუსთავი 2-ის ეთერში არ ვყოფილვარ ამის შემდეგ და მათ იციან ჩემი პოზიცია, რომ არ მივალ მანამ, სანამ ისინი ბოდიშს არ მოიხდიან.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები