თინა ხიდაშელი

ხიდაშელი კეზერაშვილის ინტერვიუზე: მე ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს

მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ "ხო, აი, ძალიან ცუდია, რომ მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილშიც -  ძალიან სამწუხაროა, რომ მარტო მე დავრჩი ერთადერთი კაცი ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, სააკაშვილთან ეფექტურად ბრძოლაო. ისიც მიზეზად იმას ამბობდა, რომ საკმარისი ფული ჰქონდა დასამარცხებლად.

დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო ადამიანი, რომელიც ასე, ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი კაცი, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა, რომ ჰო, სამწუხაროდ, მას უნდა, რომ სხვა ბიზნესმენებიც გამოვიდნენ ამ ფრონტზე, მაგრამ აბა, არავინ არ ჩანს და რომ ის არის მზად...

[კეზერაშვილმა თქვა], რომ "მე არავის არ ვეძებ" ანუ მას ადამიანები არ აინტერესებს. "აი, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარები". სულ მუდმივი აქცენტი იყო იმაზე, რომ "ჩემი შესაძლებლობებით". ანუ "ფულს გადავუხდი, ფულით მეყოლება მობმული, ოღონდ მე არავის არ ვეძებ, ისინი  მათხოვრებად უნდა მომადგნენ". 

ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა. ივანიშვილმა დაუძახა ხალხს, რომელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის მათ დაუძახებდა. მისი წერილი პირველად რომ წავიკითხე, ვერ წარმოიდგენთ, როგორი სია დავწერე - ვის დაუძახებდა და მერე მეორე წერილი რომ წავიკითხე - მე დამიძახა. ამიტომ, ეს სრულიად სხვა მოვლენა იყო, ივანიშვილს ამ ტიპის შეცდომები არ დაუშვია დასაწყისში, თუმცა, ის მომენტი მასაც ჰქონდა - ერთადერთობის, რომ მარტო ის იყო... მაგრამ იმ წერილებში მან თქვა, რომ მარტო ამას ვერ გააკეთებდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პალიტრანიუსის ეთერში, დავით კეზერაშვილის ფორმულასთან ინტერვიუზე.

კომენტარები