სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: მოქალაქეობის დათმობისთვის პატიების თხოვნას არ ვაპირებ

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია დოჟდისთვის, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ აიძულა. ჟურნალისტის კითხვას - „ხალხი გაპატიებთ მოქალაქეობაზე უარის თქმას?, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ „არ ვაპირებ პატიებს თხოვნას“.

„მე მაიძულეს, საქართველო დამეტოვებინა. მაიძულეს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა. მაპატიეთ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ინიციატივა. მე არასდროს დავწერ რამე განცხადებას მოქალაქეობაზე უარის შესახებ. უკრაინის კანონმდებლობა ორწლიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. თუ ისინი [მთავრობა] ამას გააკეთებენ, ეს მათვე დაუბრუნდებათ... ბუნებრივია, მე არ შემიძლია უარი ვთქვა პასუხისმგებლობაზე ჩემი ხალხის, ისტორიის წინაშე, იმის წინაშე, რაც გავაკეთე“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

კითხვას, სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შემდეგ რას უპასუხებდა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც მას მოქალაქეობის დათმობის გამო უსაყვედურებდნენ, სააკაშვილმა უპასუხა: „ძალიან მარტივ რამეს. "საქართველო 2012 წელს იყო უკეთესი, ვიდრე საქართველო 2004 წელს". პასუხი ნათელია. 2015-2016-2017 წლებში საქართველო, როდესაც ეს დებატები შედგება, იქნება 2012 წლის საქართველოზე უკეთესი? ალბათ, არა. ვინ იყო საქართველოს ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში? სად იყო ეს ადამიანი ამ დროის განმავლობაში? ის არათუ კვალიფიკაციას იმაღლებდა, ის ცდილობდა, ებრძოლა იმავე საქმისთვის...“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები