სააკაშვილი უკრაინაში

კახიძე: ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა დიპლომატიური დემარშია, უკვე დააზარალა ურთიერთობა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა დიპლომატიური დემარშია და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სულ მცირე - უხერხულობა შექმნა.

კახიძე ამბობს, რომ თუ შეწყდება ქართული ოცნების "სამარცხვინო ისტერიკა" და უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ორმხრივი ურთიერთობებისთვის:

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ეს მიიღონ მხედველობაში. ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თავიანთი ვიწროპოლიტიკური ბოღმების გამო", - ამბობს კახიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებზე გამოიძახეს. უკრაინის პრეზიდენტმა ამას "შეცდომა" უწოდა.

დღეს, 9 მაისს პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას".

კომენტარები