საქართველოს პარლამენტი

მაღრაძე: იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ რომელი მანქანითაც მინდა, იმით ვიარო

ისეთი ავტომობილი არ მემსახურება, რომელიც არ უნდა მემსახურებოდეს. ყველაფერი წესით და რიგით ხდება. შენ მაგ საკითხს მესამედ მეკითხები და ჩემთან ვინ გამოგაგზავნა? ეს საკითხი რატომ გაინტერესებს, რა შენი საქმეა? მე ჩემს მეგობართან ავტომობილს გავცვლი-გამოვცვლი და როგორც მინდა, ისე ვივლი. ავტომობილით მინდა ოფიციალურად ვივლი და მინდა - არაოფიციალურად. ქვეყანაში იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ სადაც მინდა, იქ დავჯდე და რომელი მანქანითაც მინდა, იმით ვიარო.

მიმართა for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ. სააგენტომ დეპუტატს ჰკითხა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, მირიან წიკლაურისთვის განკუთვნილ ავტომობილს რატომ განკარგავს.

კომენტარები