ბიუჯეტის კორექტირება

კალაძე: ენერგეტიკის სამინისტრო 5 მილიონს დაზოგავს

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უწყებიდან 5 მილიონი დაიზოგება. 

"ენერგეტიკის სამინისტროს რაც შეეხება, კონკრეტულად ეს თანხა 5 მილიონს შეადგენს. ეს თანხა თანადაფინანსებებიდან დაიზოგება, რომელიც სახელმწიფოს უნდა გაეღო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პროექტები, რომლებიც აქვს წარმოდგენილი ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს, შეფერხდება ან არ განხორციელდება. ყველა პროექტი შესაბამისად განხორციელდება, უბრალოდ, ამ თანხის ჩანაცვლება მოხდება დღგ-ის ზედმეტობიდან მიღებული თანხებით", - თქვა კალაძემ.

კომენტარები