ბიუჯეტის კორექტირება

სუბარი: გადაჯგუფება მოვახდინეთ, მაგრამ სამინისტროს არ აკლდება არცერთი თეთრი

სოზარ სუბარი

მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სამინისტრომ ბიუჯეტში გარკვეული გადაჯგუფება მოახდინა, თუმცა, უწყებას არ აკლდება არცერთი თეთრი.

"ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული კორექტირება. წელს ვაპირებდით, რომ ორი ახალი რეგიონული ოფისი გვქონოდა. ეს არის ოფისები ზუგდიდსა და რუსთავში, სადაც უმძიმესი პირობებია, მაგრამ უარი ვთქვით ამ შენობების შეძენასა და გარემონტებაზე და ეს თანხაც მიმართული იქნება დევნილთა სახლების დასაკმაყოფილებლად. ანუ შიგნით მოვახდინეთ გარკვეული გადაჯგუფება, მაგრამ უშუალოდ სამინისტროს არ აკლდება არცერთი თეთრი", - თქვა სოზარ სუბარმა.

კომენტარები