ბიუჯეტის კორექტირება

აგულაშვილი: ჩვენი სამინისტრო ხარჯებს ამცირებს 2 მილიონ ლარზე მეტით

ტაბულა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, უწყება ხარჯებს 2 მილიონ ლარზე მეტით ამცირებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ. კომენტარი მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"ჩვენი სამინისტრო ხარჯებს ამცირებს 2 მილიონ ლარზე ცოტა მეტით. ეს ეხება ადმინისტრაციულ და ნაწილი კაპიტალურ დანახარჯებს. არ არის სასიამოვნო შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ ეხება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. ვეცდებით, რომ მთავრობის სხდომამდე გვქონდეს საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ და, ამავე დროს, რა რეზერვები ავამოქმედოთ", - თქვა აგულაშვილმა.

კომენტარები