ცრუ განგაში

თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმში ცრუ განგაშის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა

თეთრი სახლი
huffpost.com

ვაშინგტონში, ცრუ განგაშის გამო, ევაკუაცია თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმში გამოცხადდა. თეთრ სახლში ამ დროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჯეი კარნის ბრიფინგი მიმდინარეობდა. ჟურნალისტებს შენობის დატოვება მოუხდათ.

ამის მიზეზი პოლიციაში შემოსული შეტყობინება გახდა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. პრეზიდენტს სამუშაო ადგილი არ დაუტოვებია.

ცოტა ხანში განგაში გამოცხადდა ასევე კაპიტოლიუმში, სადაც საკომიტეტო მოსმენა მომდინარეობდა. შენობების შემოწმების შემდეგ ორივე უწყებამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. 

კომენტარები