უკრაინა

კიევის მახლობლად ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

Aleksey Vovk / RIA Novosti

ხანძარი ნავთობის საცავში კიევის მახლობლად ლოკალიზებულია. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სპეციალისტების  რჩევით,  მეხანძრეები რეზერვუარებში დარჩენილ ნავთობს დაწვას აცლიან, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. საცავში 14 ათასი ტონა ნავთობი ინახებოდა. სულ ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი - ბაზის თანამშრომელი და სამი მეხანძრე დაიღუპა. 12 ადამიანი კი, დაშავდა. 

ევაკუირებულია მიმდებარე დასახლებების მოსახლეობა და ახლომდებარე სმხედრო ნაწილი. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებამ მილიციის და ეროვნული გვარდიის ძალების მობილიზება მოახდინა. კიევის მერის ცნობით, ქალაქში ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობამ დასაშვებ ნორმებს გადააჭარბა. ქალაქის ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ჰაერზე დიდხანს ყოფნას არ ურჩევს. 

კომენტარები