მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება უკვე პარალიზებულია იმ მთავარ ფუნქციებში, რაც მან უნდა გააკეთოს. რაც შეეხება თვითონ ამ საარჩევნო კოდექსთან არსებულ ვითარებას, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისი, რომ უბრალოდ მატყუარები არიან. ის საკითხები, რაც იყო მათი დრამატული მოთხოვნების საკითხი, უბრალოდ უტიფრად ფეხებზე დაიკიდეს. ამიტომ უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება დემოკრატიული გზით, ამ გამოცვლის ნაწილი არის, მათ შორის, მშვიდობიანი საჯარო აქციები და ჩვენ არავისთან შეერთება არ გვჭირდება. ამ მეთოდს, დემოკრატიულს და კონსტრუქციულს მუდმივად ვიყენებთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მომავალშიც ვაპირებთ, გამოვიყენოთ.
tbl.ge/vxd
დაკოპირდა

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ამავე თემაზე
- II მოსმენით მხარი დაუჭირეს საერთაშორისო დამკვირვებლად მხოლოდ უცხოელის ყოფნას
- ოცნების ინიციატივით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს
- კობახიძე: მედიას დღესაც ევალება პარტიის კლიპის შემოწმება, იქნებ პორნოგრაფიის გაშვება უნდა?
- ბოკუჩავა ანტირეკლამის შეზღუდვაზე: ხელისუფლება ქვეყანაში ცენზურის დაწესებას ცდილობს
- პროექტით, სხვა პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს




