გიორგი ოქროპირიძის საქმე

გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

შსს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების აცილებას ითხოვდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნაფიცების პროცესი არღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, რადგან საზოგადოებაში არსებობს განწყობები ამ საქმესთან დაკავშირებით. თავად ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სურს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასმაართლოში დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. შერჩევის პროცედურა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა.

კომენტარები