არჩევნები თურქეთში

მგალობლიშვილი: მაღალი ალბათობაა, რომ თურქეთში შეიქმნას უმცირესობის მთავრობა

ფაქტია, რომ თურქეთში უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, ფაქტია, რომ ყველა პარტიის ლიდერს გაცხადებული აქვს, რომ მათ არ სურთ კოალიციაში შესვლა ერთმანეთთან. ულტრანაციონალურ მემარჯვენე პარტიის წარმომადგენლებს ბუნებრივია, არ უნდათ შესვლა კოალიციაში ქურთულ პარტიასთან. ქურთულ პარტიას გაცხადებული აქვს, რომ არ აპირებს კოალიციაში შესვლას მმართველ პარტიასთან. ასე რომ, საკმაოდ ლიმიტირებული არის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობები. შესაბამისად, არის მაღალი ალბათობა იმის, რომ შეიქმნას უმცირესობის მთავრობა. ანუ დღევანდელ მმართველ პარტიას მხარი დაუჭიროს გარედან რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, სავარაუდოდ, ულტრანაციონალისტურმა მემარჯვენე პარტიამ. ოღონდ ისინი არ შევიდნენ თავად პარლამენტში, რადგან ძალიან მაღალი მოლოდინია იმისა, რომ თურქეთში მოხდება განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში გეგა მგალობლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები