ე.წ კაბელების საქმე

ალასანია: ივანიშვილი შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობას შეპირდა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიას აზრით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი პროკურატურა ე. წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ბრალეულობას ვერ ამტკიცებს. ალასანიას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულები გამართლდებიან.

„ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც დასრულდება ეს საქმე, სწორედ ირაკლი შოთაძის და მის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მე ამ საკითხს, საჯაროდ, ღიად, პოლიტიკურადაც დავაყენებ. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგ უკვე გავიგო ჩემი ყოფილი კოლეგებისა და პარტნიორების აზრი", - განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციას ეთერში.

მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკურმა დაკვეთამ და პროკურატურის მიერ მისმა შესრულებამ „პრაქტიკულუად გახლიჩა: მმართველი კოალიცია.

„ძალიან მალე კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცხადი და მე დარწმუნებული ვარ, თავად ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. აქ არის მორალური პასუხისმგებლობაზე საუბარი...
იმიტომაც წვალობს ბატონი [მთავარი პროკურორის მოადგილე] შოთაძე, რომ დაუმტკიცოს თავის პოლიტიკურ დამკვეთს, რომ ის მართალი იყო. იმიტომ რომ მას ასევე დაპირდა მთავარი პროკურორის თანამდებობას", - თქვა ირაკლი ალასანაიამ.

მისი განცხადებით, „დღევანდელი დღის შემდეგ ერთ ადამიანიც არ არის მგონი დარჩენილი საქართველოში, რომელმაც არ დაინახა, რომე ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო. მოსამართლე დავით ჯუღელმა გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რაც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, საქმეში დასაშვებად არ ცნო.
პროცესზე მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარები