თვითმკვლელობა

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი თვითდაზიანების შედეგად გარდაიცვალა

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი ბესიკ ცხადაძე, რომელმაც თვიდაზიანების შემდეგ კლინიკაში მიიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მყოფმა მისმა ახლობლებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცხადაძეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბესიკ ცხადაძის ახლობლების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით მან ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ოჯახის ახლობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი. ცხადაძ დღეს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთ აღძრა.

კომენტარები