თვითმკვლელობა

მტკვარში ცხედარი იპოვეს, თვითმხილველების თქმით, 60-65 წლის ქალი წყალში დილით გადახტა

მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.

"როგორც თვითმხილველები ამბობენ, 60-65 ქალი დაახლოებით 08:00 საათისთვის გადახტა მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სწრაფი რეაგირება მოხდა, მაგრამ მაშველების მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო,“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები