ბიუჯეტი

პრემიერი ხადურისგან ბიუჯეტის სეკვესტრირებულ ვარიანტს 10 ივნისამდე ელოდება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს დაავალა, ბიუჯეტის სეკვესტრირებული ვარიანტი 10 ივნისამდე წარუდგინოს. 

"სასწრაფოდ, 10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი. ჩვენ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ. ისე არ გამოვა, რომ სამინისტროები ითხოვენ ფულს - რაც აქვთ, ის დახარჯონ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

თავის მხრივ, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ "ბიუჯეტის კორექტირებაზე ვმუშაობთ, ძალიან რთული პროცესია, იმიტომ, რომ კოლეგები პირიქით, გაზრდას ითხოვენ".

კომენტარები