სააკაშვილი უკრაინაში

წულუკიანი: უნდა შევინარჩუნოთ ბერკეტები, რომ სააკაშვილის დაკავება შევძლოთ

პირს, რომელსაც აქვს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიური პასპორტი, მას იცავს იმუნიტეტი, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნისგან. აქედან გამომდინარე, საქართველომ მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს ის მცირე, მაგრამ მაინც ბერკეტები, რაც მას დღეს აქვს, იმისთვის, რომ თუკი დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი პირი მოადგება ჩვენს საზღვარს, ჩვენ მაინც შეგვეძლოს ეს ადამიანი წარვადგინოთ ქართული კანონის წინაშე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. მას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა.

კომენტარები