სააკაშვილი უკრაინაში

ოდესის ახალი გუბერნატორი მთავარ გამოწვევად კორუფციას ასახელებს

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

"პრეზიდენტ პოროშენკოს ესმის, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება", - ამის შესახებ ოდესის ახალდანიშნულმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბიბისის რუსულ სამსახურს გამოუცხადა. სააკაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა მისთვის კორუფციაა და ამ პრობლემის მოგვარებას მკაცრი გადაწყვეტილებები სჭირდება. სააკაშვილმა სამომავლო გეგმები პრეზიდენტ პოროშენკოსთან განიხილა, რომელმაც მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ძალიან დადებითად ვარ განწყობილი იმ მესიჯების მიმართ, რაც თქვენს გამოსვლაში გაისმა. კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა სწორედ ისაა, რის გაგონებაც ოდესელებს სურდათ. ქუჩაში ხალხისგან მომისმენია მოწონება ამის მიმართ. ხალხი ელოდება, რომ ხელისუფლების ყველა დონე და ყველა შტო თქვენს გზავნილებს სამოქმედო გეგმად მიიღებს", - მიმართა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს.

"გავეცანი თქვენს პირველ ინიციატივას, რომელიც რაიონის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებს. მე ამას მხარს ვუჭერ და ვფიქრობ, მთავრობაც დაუჭერს მხარს. ასევე მომწონს პოზიცია საოლქო ადმინისტრაციის შტატების შემცირების თაობაზე. ვფიქრობ, ამით დაწყება აუცილებელია, რადგან დერეგულაცია, დებიუროკრატიზაცია და დეოლიგარქიზაცია არის ის, რასაც ელოდება ოდესა და მთელი უკრაინა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები