საარჩევნო კოდექსი

თარხნიშვილი: მაჟორიტარული ოლქების არსებობა პრობლემაა

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა არ არის კარგი და იგი შესაცვლელია. მისი განცხადებით, პრობლემა მაჟორიტარული ოლქების არსებობაშია.

"დღეს მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა არ არის კარგი და არ გამოხატავს არც სამართლიანობას, არც ამომრჩევლის ნებას და ამის ძირითადი პრობლემა არის მაჟორიტარული ოლქების არსებობა. როგორც აღმოჩნდა, ეს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება დღევანდელი სახით, შესაბამისად, ეს არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ცვლილებები, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანხმდება მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და ყველა ექსპერტი, განახორციელოს და მოიყვანოს სისრულეში", - თქვა თარხნიშვილმა.

კომენტარები