შუალედური არჩევნები

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმის დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქის სამ უბანში ჩატარდა. ცესკოს-ს მონაცემებით, სენაკის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა მალხაზ ტორჩინავამ 49.16% დააგროვა, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ასევე ქართული ოცნების კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ - 57.02%.

სენაკის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლების 74%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, ზუგდიდის ოლქში კი, მოსახლეობის 63% გამოცხადდა არჩევნებზე.

კომენტარები