სააკაშვილი უკრაინაში

ბესელია: სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქის სტატუსს

სააკაშვილისთვის რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა, მან ეს ნათლად თქვა და თქვა, რომ ეს არის დღეს მისთვის 6 კვ.მ ფართობი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას აქვს ძალიან მდარე და უპატივცემულო დამოკიდებულება ყველაზე საპატიო და საამაყო სტატუსისადმი, რაც არის საქართველოს მოქალაქეობა. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეოაბაზე უარი, მიაყენა შეურაცხყოფა ამ სტატუსსაც, საკუთარ თავსაც. გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამას დაველოდებით, იმიტომ, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს.

კომენტარები