სააკაშვილი უკრაინაში

წულუკიანი: სააკაშვილი კიევს მოარიდეს, რადგან რეფორმების უნარი არ შესწევს

24 საათის წინ დავბრუნდი კიევიდან. ჩემი თვალით ვნახე, რომ იქ წასულმა სააკაშვილის გუნდმა შედეგები ვერ დადო. რეფორმები მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და უკრაინელი ხალხი, მედია სვამს კითხვას, როდის დადგება რეფორმების იმპლემენტაციის დრო ან სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ ე.წ. ექსპერტების მიმართ. სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნა, ვნახე რა ადგილზე კონტექსტი, არის ერთადერთის მანიშნებელი - ის მოარიდეს კიევს, მოარიდეს რეფორმებს, რადგან ამის უნარი არ შესწევს. მაქვს ეჭვი, რომ ოდესაში ის უკეთესს ვერაფერს გააკეთებს. ეს გაფრთხილება, თუ რჩევა მე მედიის საშუალებით უკრაინელ ხალხს ადგილზე მივეცი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ.

კომენტარები