თელავში 34 წლის მამაკაცი მოკლეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, კავკასიონის ქუჩაზე მოხდა. მოკლულის დედის ცნობით, ვ.ვ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ჩავიდა, რა დროსაც მკვლელობა მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო.





