ენმ-დან წასვლა

მიროტაძე: ნაციონალურ მოძრაობაში მიდის პოზიციების გასამყარებლად ბრძოლა

მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის საჭადრაკო დაფაზე ახალი პარტია დაიწყო, ახალი პოლიტიკური ჭადრაკი და არ ვიცი, ეს პარტია როგორ დასრულდება. მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებები არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში და მათ შორის მიდის პოზიციების გასამყარებლად ბრძოლა. ყველანი დავინახავთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა და შედეგი როგორი იქნება. რაც შეეხება იმას, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს არჩევნებში დადებული შედეგი, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შედეგი არის არჩევნებში გამარჯვება და მერე არჩევნებიდან არჩევნებამდე შედეგის გაუმჯობესება ან პირიქით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ნაციონალური მოძრაობიდან 4 წევრის გასვლაზე.

კომენტარები