რაც შეეხება განახლებას, თვითონ ბატონი ჯაფარიძე არის იმ აუცილებელი განახლების პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. ის არ არის ერთადერთი - არიან სერგო რატიანი, ნიკა მელია და სხვები. ჯაფარიძე არის მაგალითი ერთ-ერთი, წარუმატებელი, სამწუხაროდ. განახლებას, როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს აქვს რისკები და ზოგჯერ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ადამიანი არ ყოფილა მზად ლიდერობისთვის, არ ჰქონია პოლიტიკური ნებისყოფა - სამწუხაროდ, ასეთი აღმოჩნდა ბატონი ჯაფარიძე. მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი განახლება იყო ამ კრიტიკულ ვითარებაში? ეს არათუ არადამაჯერებელია, ეს ძალიან სამწუხარო უპასუხისმგებლობა და უნებისყოფობაა, ჩემი აზრით.
tbl.ge/h6y
დაკოპირდა
ამბობს ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია შაბათის კურიერში ენმ-დან აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლაზე.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: უმრავლეს შემთხვევაში ენმ-ში ვახერხებდი ჩემი პოზიციის გატანას
- ბოკერია: არადამაჯერებელი და პოლიტიკურად უსუსურია, რასაც ჯაფარიძისგან ვისმენთ
- ბოკერია: თუ არ ამბობ, პარტიიდან რატომ მიდიხარ, ე.ი. სათქმელი არაფერი გაქვს
- ჯაფარიძე: აღმასრულებელი მდივანი არ არის მეფე და ხანი
- თაქთაქიშვილი: აღმასრულებელმა მდივანმა პარტიას განახლების აჯენდა ვერ შესთავაზა