ენმ-დან წასვლა

ბოკერია: თუ არ ამბობ, პარტიიდან რატომ მიდიხარ, ე.ი. სათქმელი არაფერი გაქვს

დემოკრატიულ წესწყობილებაში პარტიიდან თუ მიდის ადამიანი, უნდა თქვას, რომ "აი, ამიტომ, ამ ღირებულებების გამო არ მივდივარ და ამას არ ვეთანხმებოდი." თუ საზოგადოებას არ ეუბნება მიზეზებს, აბსოლუტურად გაუგებარია - ე.ი. სათქმელი არაფერი არ აქვს და ამაშია სწორედ საქმე. ხომ არ იტყვის, რომ "ვერ გავუძელი, ვერ გავქაჩე, როგორც ლიდერმაო." ერთადერთი ეფექტი, რაც ნამდვილად დადგა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯით, არის გაბრწყინებული სახე ღარიბაშვილის და მინისტრების, რომელიც ვნახეთ იმ დღეს. თუმცა, ამ ნაბიჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს არც ივანიშვილს და არც მის რეჟიმს იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობა შეასუსტებს იმ დემოკრატიულ წნეხს, რომელსაც ატარებდა და არ გააგრძელებს მუშაობას. ამ რეჟიმს არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია შაბათის კურიერში ენმ-დან აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლაზე.

კომენტარები