ენმ-დან წასვლა

ხადური: ენმ-დან წასულებს ბევრი გაჰყვება

ნოდარ ხადური
ტაბულა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ენმ-დან წასულ 4 წევრს "სხვებიც გაჰყვებიან". ხადური ზურაბ ჯაფარიძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალების მოსვლის საფრთხეზე საუბრობდა.

"ჩვენი პოლტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის არჩევნების შემდეგ, არის პროევროპული, ჩვენი ორიენტაციაა ევროპა და ეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობიდან წასულ ოთხ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა თანამდებობა, პოლიტიკურ პარტიასა თუ საქართველოს პარლამენტში, 25 მაისს დატოვეს. მიზეზებზე მათ დღეს ისაუბრეს.

კომენტარები