26 მაისი

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო ფიცი ჩაიბარა. თავისუფლების მოედანზე მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდნენ. თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ჯარისკაცებს ავღანეთიდან მიულოცა.

რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედრო ნაწილის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა სხვადასხვა სამინისტროს გამოფენები დაათვალიერა. მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილს პირადად გააცნეს შესრულებული და დაგეგმილი პროგრამები.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მათ 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები