ყალბი ფული

შსს-მ 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღო

შსს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე" 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გოგა ჩ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები