ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ირლანდიელთა 62 პროცენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს დაუჭირა მხარი

mirror.co.uk

ირლანდიაში რეფერენდუმში მონაწილეთა 62 პროცენტმა მხარი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დაიჭირა. რეფერენდუმს შედეგების მიხედვით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს. ირლანდია პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება რეფერენდუმის გზით მოახდინა.

ირლანდია მსოფლიოში მე-18 ქვეყანა გახდება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას აღიარებს. ამგვარი ქორწინება ასევე აშშ-ის ზოგიერთ შტატშია ნებადართული.

კომენტარები