ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ბაიდენი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვის კანონს ხელს მოაწერს

AP Photo/Patrick Semansky

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს 13 დეკემბერს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც მიღებულია კონგრესში ორპარტიული უმრავლესობის მიერ, რათა დაიცვას ერთნაირსქესიანთა ოჯახური გაერთიანებები - კანონი მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთან წყვილების უფლებას დაქორწინდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წლების წინ, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნულ ტელევიზიაში თქვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხს - ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერდა.

„ეს იმპულსი [გეი ქორწინების ლეგალურობა]  გარდაუვალი უნდა გახდეს”. - თქვა ბაიდენმა.

რამდენიმე კვირით ადრე ლოს-ანჯელესში მცირე ჯგუფი დაესწრო ღონისძიებას ბაიდენთან ერთად, სადაც მან ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

”ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ახლო პერსპექტივაში პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება, რომ ვიღაცამ თქვას: ”მე ვეწინააღმდეგები გეი ქორწინებას.”-თქვა ბაიდენმა.

“ეს არის ისტორიული მომენტი, რომელსაც დიდი ხანი ველოდით,“ - თქვა ბრიუს რიდმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ბაიდენის მრჩეველმა. 

ახალი კანონით ფედერალურ მთავრობას  ერთ შტატში გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებისმიერ სხვა შტატში შეუძლია აღიაროს.
 

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ემსახურება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციატივას მხარი 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგ წავიდა. ზემოხსენებული კანონი სენატს უკვე დამტკიცებული აქვს. გადაწყვეტილებას ძალაში შესვლითვის მხოლოდ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერაღა აკლია.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, შესაძლოა გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთნაისქესიან წყვილთა ქორწინების კანონიერებას ითვალისწინებს.

კომენტარები