რიგის სამიტი

ღარიბაშვილი: საქართველო იმსახურებს, უვიზო რეჟიმი ჰქონდეს

ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოსა და ევროკაშირს შორის უვიზო რეჟიმის პერსპექტივების შესახებ.

კომენტარები