რიგის სამიტი

ბოკერია რიგის სამიტზე: შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი

მთავრობის ფუნქციას ვერ შეითავსებს ოპოზიცია. ეს შეუძლებელია. მთავრობამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც სამთავრობო სტრუქტურებია, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული და პროევროპული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პოლიტიკურ ოჯახში იყოს მაქსიმალურად მხარდაჭერა და ამ დეკლარაციაში ეს იქნება გამოვლენილი. ეს იქნება ფაქტორი და ჩვენც გავაგრძელებთ შემდეგ თვეებში მუშაობას. ისტორია არ მთავრდება ხვალ. ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ, ხვალინდელი ნეგატიური პროგნოზი, მაგრამ შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პერსპექტივის მოპოვებას ქვეყნისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ხელის შეშლა პოლიტიკური დევნით და კრიმინალის ზრდით ქვეყნის შიგნით.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ რიგის სამიტთან დაკავშირებით.

კომენტარები